საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი დაინტერესედა, სოფლად წასული ოჯახის წევრების ჩამოყვანისას 27-28 აპრლის შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ ავტომობილით სამ პირზე მეტი გადაადგილდეს და ამ კითხვით მთავრობის ცხელ ხაზს მივმართეთ.
მთავრობის ცხელ ხაზზე(144) ინფო რუსთავის კითხვას ასე უპასუხეს: ახალი განკარგულებით ორი დღის განმავლობაში, 27-28 აპრილს, რეგიონებიდან ფაქტობრივ სავხოვრებელ სახლში დაბრუნების მიზნით ავტომობილში სამ მგზავრზე მეტის ჯდომა დაშვებული იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მგზავრები ერთი იჯახის წევრები არიან, ასევე აკრძალვა, რომლის მიხედვითაც მძღოლის გვერდით არავინ უნდა იჯდეს, კვლავ ძალაში რჩება.
მაგალითად, თუ მამა მიდის სოფლიდან მეუღლისა და ორი შვილის ან მეტის წამოსაყვანად, ან სხვა ოჯახის წევრების, მას შესაძლებლობა აქვს, უკანა სავარძელზე 3 ან 4 მგზავრი განათავსოს, თუმცა უშუალოდ მძღოლის გვერდით კვლავ არავინ არ უნდა იჯდეს.
ეს აკრძალვა დროებით უქმდება მხოლოდ მათთვის, ვინ ქალაქიდანაა გასული, წასულია სოფელში ან სხვა, და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ოჯახის წევრებთან ერთად ბრუნდება.
ქალაქის შიგნით გადაადგილებისას აკრძალვა, რომ ავტომობილში სამ მზავრზე მეტი არ უნდა იჯდეს, კვლავ მოქმედებს.
შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით 27-28 აპრილს 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რიგი აკრძალვები დროებით უქმდება.