მთავრობის კანცელარიაში პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
"მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილედება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას რომელიც დაწესებულია დიდი ქალაქებისთვის, ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა დღესასწაულებს და იმის გამო რომ მოსახლეობის ნაწილი გასული იყო ქალაქიდან, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს და ორშაბათს და სამშაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე, ან სამუშაო ადგილებზე. 2 დღის შემდეგ ქალაქების ჩაკეტვის შეზღუდვები აღდგება," - განაცხადა გიორგი გახარიამ ტრანსპორტის მიმოსვლის შესახებ.
შეზღუდვები ასევე ვრცელდება საქალაქთაშორისო მოძრავ იმ ტრანსპორტზე რომლებსაც მგზავრები გადაჰყავდათ.