რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირიდან 6 უკვე გამოჯანმრთელდა.
ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდან რუსთავში 7 ინფიცირებული იყო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საკრებულოს დეპუტატის ოჯახის წევრებიდან, 5 ინფიცირებულიდან, 3 უკვე გამოჯანმრთელდა. საბოლოო ტესტებზე ნეგატიური პასუხი მიიღო საკრებულოს წევრის დედამ, მამამ და 2 წლის შვილმა, ისინი ბინაზე უკვე გაეწერნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ნეგატიური პასუხის მოლოდინში არის საკრებულოს დეპუტატი და მისი 13 წლის შვილი.
ასევე უკვე გამოჯანმრთელდნენ ცოლ-ქმარი, მამაკაცი ეროვნულ ბანკში მუშაობს, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფოს ექიმია.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით უკვე გამოჯანმრთელდა კოვიდ19-ით ინფიცირებული პირველი რუსთაველი პაციენტიც.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ 425 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
სტაციონარში რჩება 584 პაციენტი.