რუსთავში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი რუსთავში მცხოვრებ 70 წლამდე ქალს დაუდგინდა, რომელიც თბილისში, ეროვნულ ბანკში მუშაობდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე შუახნის ქალი, რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
"ინფო რუსთავთან" საუბარში ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა რომ - "პაციენტი შემოიყვანეს გუშინ გვიან ღამით, დაფიქსირებული სიმპტომებიდან გამომდინარე მოხდა მისი ბოქსირებულ განყოფილებაში განთავსება. ადგილზე მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები. პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მას კორონავირუსი დაუდგინდა".
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ინფო რუსთავმა გუშინ გაავრცელა. COVID19-ი 50 წლამდე ქალს დაუდასტურდა.