კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-04-03 23:27:39

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კოვიდ19-ის ვირუსი ცოლ-ქმარს დაუდასტურდა.

ამჯერად მამაკაცი და მისი მეუღლე თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

შეგახსენებთ რომ რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 6 გახდა.