რას აცხადებენ კორონავირუსისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე

2020-04-17 15:59:54

მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა. რის შემდეგადაც მოსახლეობაში უამრავი კითხვა გაჩნდა. კითხვებზე სპეციალურად კორონავირუსისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს.

თუკი პირს ავტომობილით გადაადგილების სპეციალური ნებართვა აქვს მიღებული, შეუძლია თუ არა, რომ ოჯახის წევრები ან სხვა პირები გადაიყვანოს სატრანსპორტო საშუალებით?

მთავრობის მიერ შექმნილ ცხელ ხაზზე, 144-ზე, განგვიცხადეს, რომ ავტომობილით გადაადგილების ნებართვა გაიცემა უშუალოდ მის პატროზე და შესაბამისად მხოლოდ მას აქვს სამსახურეობრივი მიზნით სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების უფლება. თუკი ის ოჯახის წევრს ან სხვა პირებსაც გადაიყვანს, ეს იქნება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დარღვევა.

არის თუ არა შესაძლებელი ავტომობილის მფლობელზე გაცემული ნებართვის დროს, მძროლმა სატრანსპორტო საშუალებით თავისი თანამშრომლებიც გადაიყვანოს?

ამ კითხვაზე ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ თქვენივე ავტომობილით, ყველა წესის დაცვით, თანამშრომლის გადაყვანის უფლება მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით გაქვთ. რა დროსაც თქვენც და თქვენს თანამშრომელს შესაბამისი კომპანიიდან მოპოვებული გაქვთ საშვი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები