იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება

2020-04-16 20:59:58

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგი გაიმართა

მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა რომ - "დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ ვიღებთ ზომებს. ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები".

ასევე ხვალიდან სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში პირბადეების გამოყენება, პასუხისმგებლობა აღნიშნულის შესახებ ეკისრებათ იურიდიულ პირებს.

შეზღუდვები ასევე წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით.