რომელი საწარმოები მუშაობენ რუსთავში

2020-04-03 19:08:10

გთავაზობთ რუთავის ტერიტორიაზე არსებულ იმ საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგაც მუშაობას განაგრძობენ.

ფუნქციონირების შესახებ ნებართვა საქართველოს მთავრობა გასცა და კომპანიების სია დაამტკიცა.

სს „კავკასიან პეტ კომპანი“ - პლასტმასის საფუთავების წარმოება

სს „რუსთავის აზოტი“ - მინერალური სასუქების წარმოება

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ - ცემენტის წარმოება

შპს „ჯეოსთილი“ - ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება

შპს „რუსთავის ფოლადი“ - ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 31 მარტიდან კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კომენდატის საათი მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობის გამო ქვეყანაში რიგ კომპანიებსა და საწარმოებს ეკონომიკური საქმიანობა აეკრძალათ, თუმცა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოებს ფუნქციონირების ნება დაერთოთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები