კორონავირუსის სწრაფი ტესტები საქართველოშია

2020-03-25 19:51:24

ჩინეთის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები საქართველოშია, რომელთა ღირებულება 420 000 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ, სოციალური ქსელის, ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

"სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 000 აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია", - წერს არჩილ კალანდია.