რუსთავში დღეიდან მოხალისე stopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროდუქტით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით მომარაგებაში დაეხმარებიან.
პირველი ეტაპი იყო რეგისტრაცია, მეორე ეტაპი მოხალისეთა შერჩევა და ჯგუფების გადახალისება.
კატეგორიები ასაკების მიხედვით შეირჩა და 70-მდე ბენეფიციარი ადგილზე მიიღებს საჭირო დახმარებას და საკვებს სასადილოდან.
მეორე ეტაპი იქნება ის კატეგორია და მოწყვადი ჯგუფები რომლებიც მუნიციპალიტეტმა ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან ერთად შეიმუშავა, ისინი მომარაგდებიან ასევე მათთვის განკუთვნილი საკვებით.
"დამატებითი ინფორმაციები შემოდის ცხელხაზზე, მუშავდება და საჭიროების შემთხვევაში იქნება იმის საშუალება რომ სხვა დამატებითი დახმარება გავუწიოთ ჩვენს ბენეფიციარებს და მოსახლეობას. არ გვინდა ვინმე ნაწყენი დარჩეს, ამიტომ შეიქმნა კატეგორიები, ვიწყებთ იმ ადამიანების დახმარებას პირველ რიგში ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს"- რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
მოხალისეები კოორდინირებულად იმუშავებენ ასევე ლიბერთი ბანკის რუსთავის ფილიალებთანაც, რადგან სოციალურად დაუცველებს სახელწიფოს ფულადი დახმარება ჩაერიცხებათ და აქაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ რეკომენდირებული სოციალური დისტანციის დაცვა არის საჭირო.
რუსთავს უკვე 200 მოხალისე ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ მოხალისეთა ონლაინ რეგისტრაცია რუსთავის მერიამ რამოდენიმე დღის წინ გამოაცხადა.