2026-11-19 17:09:24
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი 70 ერთეული ავტობუსის შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ გამოცხადებული თითქმის 40 მილიონიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ჯი-თი გრუპმა" მიიღო და გამარჯვებულადაც სწორედ ის გამოცხადდა.
გამარჯვებული "ისუზუს" მარკის ავტობუსებს 37 659 300 ლარად შემოიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთეულის ღირებულება 537,990 ლარია.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ტექნიკური მოთხოვნები: ავტობუსები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, M3 კატეგორიის, პირველი კლასის, დაბალი იატაკის (Low Floor) საქალაქო ტრანსპორტი.
სიგრძე: არანაკლებ 8 და არაუმეტეს 9 მეტრი;
სიმაღლე: არანაკლებ 2.8 მეტრი;
სიგანე: არანაკლებ 2.4 მეტრი;
მძღოლის გარდა უნდა იტევდეს მინიმუმ 50 მგზავრს;
უნდა ჰქონდეს მინიმუმ 25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი;
დასაჯდომ ადგილებს შორის მაქსიმუმ 4 შეიძლება იყოს გადმოსაშლელი;
შშმ პირებისთვის ადაპტირებული;
უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული;
საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 36 თვეს ან 200 000 კილომეტრს, იმის მიხედვით, რომელი პირობა შესრულდება პირველად.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში.