რუსთავში მოხალისეების ჯგუფი შეიქმნა

2020-03-19 18:57:44

რუსთავში მოხალისე stopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროდუქტით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით მომარაგებაში დაეხმარებიან. მოხალისეთა ონლაინ რეგისტრაცია რუსთავის მერიამ რამოდენიმე დღის წინ გამოაცხადა. მოხალისე-stopper-ები  რუსთავის 10 ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდებიან და რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით მოემსახურებიან რუსთაველებს.

მოხალისეთა მომსახურება მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რაც საჭიროების შემთხვევაში, მხლოდ გაგზავნის და მოთხოვნილი პროდუქტის, თუ მედიკამენტის სახლში მიტანაში გამოიხატება.

ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირდა 125 მოხალისე. სადარბაზოებში განთავსდება საინფორმაციო ბანერები, სადაც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაცია.

მოხალისეები დაეხმარებიან სოციალური სასადილოებით მოსარგებლე პირებს, ხანდაზმულებს და განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მყოფ ისეთ ადამიანებს. მათ ვისაც დახმარება ესაჭიროება უნდა დარეკონ ნომერზე 0341 - 25 51 27, 25 51 83, 27 00 05 და საკუთარი საჭიროების შესახებ, დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქოლ ცენტრის ოპერატორს, რის შემდეგაც, ცხელი ხაზი ინფორმაციას ავტომატურად გადასცემს მოხალისეთა იმ ჯგუფს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულზე იქნება მიმაგრებული.

 

RUSTAVI