2026-11-19 12:28:13
ქვემო ფონიჭალაში, სადაც 5 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, ძებნა-შველი ოპერაცია გრძელდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, ნანგრევებში 7 ადამიანია მოყოლილი.
"ტყუპი ბავშვები, თოთოები არიან მოყოლილები. დედებთან ერთად 3-4 არასრულწლოვანია ნანგრევებში",- განაცხადა ადგილობრივმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ნანგრევებიდან გამოყვანილია 3 ადამიანი, თუმცა უწყებაში დადასტურებულად ვერ გვეუბნებიან კიდევ რამდენია მოყოლილი.