საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის მერის პირველი მოადგილის ვაკანტურ ადგილს მისი ამჟამინდელი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე დაიკავებს, ხოლო მერის კიდევ ერთ მოადგილედ ირმა მესხი დაინიშნება.
შეგახსენებთ რომ ვიცე-მერის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც ის, დავით კეკელიძემ, 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება ირმა მესხს, ის ჯერ კიდევ წინა მერის, დავით ჯიქიას დროს ააიპ "რუსთავის კორპუსი"-ს ხელმძღვანელი იყო და სწორედ ჯიქისთან დაპირისპირების შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში მას თანამდებობა დაატოვებინეს. მოგვიანებით კი, 2017 წლიდან, ქართული ოცნების სასარგებლოდ, საარჩევნო შტაბში ერთერთი ხელმძღვანელი პირი იყო.
მერს ასევე ყავს კიდევ ერთი მოადგილე გოჩა ლორია. თუ რომელი მოადგილე რა ფუნქციას შეითავსებს და რომელ სამსახურებს უხელმძღვანელებს ამას მოგვიანებით გაგაცნობთ. აღსანიშნავია რომ ინფორმაციას რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტში, ოფიციალურად არ ადასტურებენ.
საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.