რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა.
დავით კეკელიძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. "ინფო რუსთავის" ჟურნალისტი დავით კეკელიძეს დაუკავშირდა და თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არსებულ მიზეზებზე ესაუბრა.
- ბატონო დავით დატოვეთ თუ არა თანამდებობა
- დიახ
- რა მიზეზით დატოვეთ თანამდებობა?
- არანაირი მიზეზი არ არსებობს, მე გუნდში ვრჩები ისევ, ხოლო ამ საქმიანობას სხვა განაგრძობს
- უკავშირდება თუ არა არჩევნებს თქვენი გადაწყვეტილება?
- არა, არჩევნებს არ უკავშირდება თანამდებობის დატოვება. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვრჩები გუნდში. რუსთავში არა, მაგრამ სხვა პოზიციაზე სხვა ადგილას განვაგრძობ ჩემს საქმიანობას
- თანამდებობის დატოვება ტენდერებს ხომ არ უკავშირდება?
- არა, არ უკავშირდება. ტენდერების მხრივ ყველაფერი კარგადაა, პროცესი მიმდინარეობს და საპრობლემო აქ არაფერი არ არის. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო.
შეგახსენებთ, რომ დავით კეკელიძემ რუსთავის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა 2017 წლის 28 ნოემბერს დაიკავა. დავით კეკელიძე წლების განმავლობაში საბანკო სფეროში მოღვაწეობდა, რუსთავის მერის პირველი მოადგილის თანამდებობამდე კი ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა.