საკადრო ცვლილება მერიაში. „რუსთავის კორპუსის“ თავმჯდომარე ირმა მესხი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. თვითმართველობაში მესხის გათავისფლების მიზეზებზე არ საუბრობენ. „ინფო რუსთავის“ კითხვაზე იყო თუ არა უთანხმოება ქალაქის მერსა და „რუსთავის კორპუსის“ ყოფილ თავმჯდომარეს შორის. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი აცხადებს რომ ამის შეხაებ ინფორმაციას არ ფლობს „ არავითარი კომფლიქტის შესახებ ირმა მესხსა და ქალაქის მერს შორის ჩემთვის არ არის ცნობილი“-აცხადებს თამარ აქუბარდია. „რუსთავის კორპუსის“ თავმჯდომარის თანამდებობის მოვალეობას 3 თვის ვადით, ზვიად ლაბაძე შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე აღნიშნულ სამსახურში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.