რუსთავში ექიმებმა გადაარჩინეს კაცი, რომელსაც გული რამდენჯერმე გაუჩერდა [video]

2026-10-27 14:29:01

რუსთავში ექიმებმა გადაარჩინეს კაცი, რომელსაც გული რამდენჯერმე გაუჩერდა.

ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეოს ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო ავრცელებს.

"ბრძოლა სიცოცხლისათვის! 112 სასწრაფო, ემერჯენსი, კარდიოლოგია ვანო, ლევანი, თამარი, გიორგი, ნიკა, ნათია, ყველანი წუხანდელი ღამის მორიგეები. გუნდის საოცრად შეთანხმებული მოქმედება, გულის გაჩერება რამდენჯერმე, სისხლდენა კუჭიდან. ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, კორონაროგრაფია სტენდირებით (რამდენიმე), სისხლდენის კუპირება.

მიუხედავად მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, „უიმედო“ მდგომარეობაც შეჩერების უფლებას არ აძლევთ.

დიდი მადლობა ყველას! საუკეთესო თაობა იზრდება", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.