ნიკა ღუნაშვილი დააჯილდოვეს [photo]

2019-11-28 12:15:30

რუსთავში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რუსთაველ კალიგრაფს, 19 წლის ნიკა ღუნაშვილს  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ უმასპინძლა.

ნიკა ღუნაშვილმა სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი შექმნა, რომელიც 6 თვის განმავლობაში, იმოძრავებს. 

"ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნო იყო ამ პროექტზე მუშაობა, მიხარიამ, რომ საქართველო ამ კუთხით არის წარმოდგენილი და მსოფლიოს ასე ვაცნობთ საქართველოს. ქართული ანბანი უნიკალურია, ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩემთვის და მიხარია, რომ ამაში მივიღე მონაწილეობა.
ასეთ წარმატებას არ ველოდი და სიამაყის გრძნობა მეუფლება. დიდი მადლობა ქალაქის მერს და გუბერნატორს ასეთი ყურადღებისთვის და დაფასებისთვის, ძალიან სასიამოვნოა ეს ჩემთვის. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვაპირებ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას. მერიის მხრიდან იყო შემოთავაზებები და ვფიქრობ რომ დავთანხმდები" - ნიკა ღუნაშვილმა განაცხადა.

"პირველ რიგში ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას, აქვე მინდა საამაყოდ აღვნიშნო, რომ რუსთაველი კალიგრაფისტის ნიკოლოზ ღუნაშვილის ნამუშევრები დაამშვენებს სტრაზბურგის ქუჩებს. რაც შეეხება მის ნიჭიერებას და მონდომებას, ჩვენი შეთავაზებაა სტაჟირების ერთ თვიანი კურსი, რათა მან გადაწყვიტოს რომელ სამსახურში ხედავს თავის თავს. შემდეგ ჩვენ გავაფორმებთ ხელშეკრულებას" - ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

"ნიკა არის სამაგალითო ადამიანი, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ისტორიულა,  კულტურა, საოცარი სილამაზის დამწერლობა, ენა და 19 წლის ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ახერხებს ჩვენი ქვეყნის ასეთ დონეზე პოპულარიზაციას. მე იმედს გამოვთქმავ, რომ ძალიან ბევრი საჭიროებაა მასთან ქალაქის და მხარის ადმინისტრაციის თანამშრომლობით და ჩვენ შემდგომში იმედი გვაქვს რომ ნაყოფიერად გავაგრძძელებთ მასთან თანამშრომლობას. მე მინდა დიდი წარმატება ვუსურვო მას" - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველი კალიგრაფის ნიკა ღუნაშვილის ნამუშევრების შესახებ ინფორმაცია 2018 წელს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" პირველად გაავრცელა.