რუსთავის №22-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა ღუნაშვილი უკვე წლებია ქართულ კალიგრაფიას ეუფლება. 17 წლის მოსწავლე კალიგრაფიით თავდაპირველად 8 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც დავით მაისურაძის ნამუშევრები ნახა.
ნიკა ღუნაშვილი აქტიურადაა ჩართული კალიგრაფიის კონკურსებში, ის ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული ერთერთი კონკურსის გამარჯვებულია. გარდა ამისა, ნიკა ღუნაშვილი უვე ერთი წელია, რაც ხელნაკეთი საათების სტარტაპის "Delfiore- ყვავილი" ავტორიცაა.
ახალგაზრდა კალიგრაფი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რა მიმართულებით განაგრძობს სწავლას, თუმცა არქიტექტორობაზე ფიქრობს.
რაც შეეხება მის ნამუშევრებს, რომლებმაც საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა, ავტორი ამბობს, რომ მისთვის შთაგონების წყარო ერთერთი კორეელი ილუსტრატორის მიერ მსგავს სტილში შესრულებული ნამუშევრების ნახვა გახდა.
ავტორი: ირმა კურტანიძე