ერთი თვე N5 საჯარო სკოლის ინციდენტიდან

2019-11-01 00:36:57

ერთი თვე გავიდა ინციდენტიდან, რომელიც რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მოხდა.

მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე "ინფო რუსთავის" ჟურნალისტმა გაარკვია, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად სკოლაში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ბოლო ორი კვირის მანძილზე ადგილი ქონდა მცირე ინციდენტს მე-6 კლასელი გოგონას მხრიდან, რის შედეგადაც მშობლებმა ორი მოსწავლე პარალელურ კლასში გადაიყვანეს.

ჩვენი ინფორმაციით კლასში თავდაპირველად სულ 23 მოსწავლე სწავლობდა, ბოლოს იყო 18, ამჟამად კი 16 მოსწავლეა დარჩენილი. არსებული ინფორმაციით მოსწავლეების ნაწილი პარალელურ კლასში, ნაწილი კი სხვა სკოლაში გადავიდა.

მომხდარის შემდეგ დაზარალებული მასწავლებელი სკოლაში არ გამოცხადებულა. მისი თქმით, ბიულეტინი ქონდა გახსნილი და მომავალი კვირიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.

საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას მე-6 კლასელი გოგონას დედამ განაცხადა, რომ ბავშვი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში დადის და არანაირ ზეწოლას ან უთანხმოებას არ აქვს ადგილი.

N5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გოგაძემ განაცხადა, რომ - "სკოლაში მდგომარეობა სტაბილურია, საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, როგორც სხვა სკოლებში. არის პატარ-პატარა ინციდენტები, რომლებზეც ვმუშაობთ. ორი მოსწავლე გადავიდა პარალელურ კლასში, აქედან ერთი ბავშვი საერთოდ არ დადიოდა 16 სექტემბრიდან გადაყვანის დღემდე სკოლაში, სხვა კლასში ადგილი არ გვქოდა და სამინისტროდან მოვითხოვეთ ამის დაკმაყოფილება, მოთხოვნის საფუძველზე გაგვიჩნდა ადგილი და გადავიყვანეთ ეს ორი ბავშვი, რომლების მშობლებმაც განცხადებით მოგვმართეს".

მე-6 კლასელ გოგონასთან ამჟამად სოც. მუშაკი, ფსიქოლოგი, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგთა ჯგუფი და ქვემო ქართლის სოც. სამსახურის სოც. მუშაკები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის #5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, მე-6 კლასის მოსწავლეს კიბიდან დაგორებაში სდებდა ბრალს.