ცენტრალური ქუჩიდან ავტომობილი გაიტაცეს

2019-10-07 15:28:49

თბილისში, ორთაჭალაში, მამაკაცს ავტომობილი მოპარეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ავტომობილი ქუჩაში გააჩერა, თვითონ კი აფთიაქში წამლის საყიდლად შევიდა. უკან გამოსულს კი ავტომობილი აღარ დახვდა.

პოლიციამ ორთაჭალაში მოპარულ TOYOTA-ს მარკის ავტომობილი მალევე იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.