ქველმოქმედება ბესიკ მანჯაფარაშვილის დასახმარებლად

2018-05-04 12:24:00

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში 5 მაისს საქვემოქმედო კონცერტი გაიმართება.

ბესიკ მანჯაფარაშვილის დასახმარებლად რუსთაველი ხელოვანები ერთიანდებიან. საქველმოქმედო კონცეტრში მონაწილეობენ: ქორეოგრაფიული ანსამბლი "სალხინო", მუსიკალური ჯგუფი "ცეცე", იოანე არაბული, ბაკო ალანია, მარიამ ღვალაძე, მარიამ დოკვაძე, გიორგი ცერცვაძე "ჯი" და ანსამბლი "art life". ღონისძიება  17:00 საათზე დაიწყება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

საქველმოქმედო საღამოდან  შემოსული თანხა, მთლიანად ბესიკ მანჯაფარაშვილის მკურალობას მოხმარდება, რომელსაც ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.

ბესიკ მანჯაფარაშვილი ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის გოდერძი მანჯაფარაშვილის შვილია. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზეც შეგიძლიათ.

GE03TB7163545066300002

მიმღები:გოდერძი მანჯაფარაშვილი

საქველმოქმედო კონცერტი რუსთავის თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება.