ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა

2024-12-12 16:34:59

2024 წელს, რუსთავში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა

პროექტის ფარგლებში, გმირთა მოედნიდან რუსთავის ცენტრალურ პარკამდე მოეწყო ტროტუარები, ველობილიკები, სარწყავი და გარე განათების ქსელი, ბორდიურები და მწვანე დასასვენებელი სივრცეები. განთავსდა თეთრი ქვის მაგიდები და სკამები. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1 777 232 ლარი შეადგინა