რუსთავის მთავარ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საშობაო სოფელი გაიხსნა.
საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან პატარებს თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. ნაძვის ხის მიმდებარედ სხვადასხვა გასართობი აქტივობები და საციგურაო მოედანია მოწყობილი.
საშობაო სოფელში სტუმრებისთვის ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და კვების ობიექტებია მოწყობილი.
საშობაო სოფელში აქტივობები 14 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე განთავსებულია 11 კვების ჯიხური და 20 სამრეწველო დახლი.