რუსთაველების გამოხმაურების შემდეგ მერიამ ქანდაკება აიღო [video]

2024-12-12 23:12:39

ქანდაკება სახელწოდებით "პორტალი/სამოთხის კარიბჭე" რუსთავის მერიამ აიღო.

ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოების რეაქცია გახდა. 

"მინდა  ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ. 

ნეგატუიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მოქანდაკეთა სომპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ. არაერთხელ გამოვაქვეყნეთ  კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია. 

მიუიხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი”, - აცხადებს ნინი ლაცაბიძე.