რა შეემატა რუსთავს 2024 წელს
2024 წელს დასრულდა ახალი რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ენერგოეფექტური პროექტი - მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში მოხდა 28 საცხოვრებელი კორპუსის და შენობის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, მოეწყო კორპუსების მიმდებარედ არსებული ტროტუარები, ველობილიკები, განათება და ახალი მწვანე სივრცეები. მაღალსართულიან კორპუსებში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტიც განხორციელდა.
პროექტი, სახელმწიფო პროგრამის-,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, 3 ეტაპად განხორციელდა
და მისი ჯამური ღირებულება 61 მილიონ ლარს აღემატება.