რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გაგრძელდება.
როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, შენობების რეაბილიტაცია მე-3 ეტაპად გაგრძელდება და სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყოფა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამავე ქუჩაზე იგეგმება ტროტუარების რეაბილიტაცია, რაშიც 800 000 ლარი დაიხარჯება.