რუსთავში სურსათის უვნებლობამ 6 ობიექტი დააჯარიმა

2023-12-05 17:51:46

რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნოემბრის თვეში მონიტორინგის დროს 6 ობიექტი დააჯარიმა.

როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება 43 ობიექტში განხორციელდა.

ობიექტების დაჯარიმება რეგისტრაციის არქონის, ეტიკეტირების დარღვევისა, ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და მითითებების შეუსაბამობის გამო მოხდა.

ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 140 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 17-ში, ნიმუშის აღება მოხდა 63-დან.

დაჯარიმდა 15 ობიექტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.