რუსთაველმა მოცურავემ საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად რეკორდი დაამყარა

2023-12-04 20:23:49

რუსთაველმა მოცურავემ, ლიზი გრიგალაშვილმა, საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად წარმატებით იასპარეზა.

მოცურავეები ათენში მიმდინარე პანათინაიკოსის საერთაშორისო ცურვის თასზე ღებულობენ მონაწილეობას, სადაც 4X50 თავისუფალი ყაიდის ესტაფეტაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარეს.

ნაკრებმა 1988 წელს მოსკოვში დაფიქსირებული დრო, 1:55:87,  გააუმჯობესეს,1:55.87.