ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

2023-12-04 17:39:34

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა, ხოლო 1 ევროს კურსი 2.9279 ლარია.

რუსთავის სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარს 2,69 ლარად, ხოლო ევროს 2,93 ლარად შეიძენთ.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.