რუსთავის სალონების შემოწმება

2023-12-04 15:52:28

პირველი აპრილიდან დღემდე რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა ქალაქში არსებული 70-მდე ობიექტი შეამოწმა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის გამოწერილია 270-მდე აქტი. მათ შორის  შერჩევითი შემოწმების და განმეორებითი შემოწმებისას.

დეკანოსიძის განცხადებით, გასულ თვეში 29 აქტი გამოიწერა, საიდანაც პირველადი 12 იყო. პირველადი აქტის გამოწერის შემდეგ 5-ის გადამოწმება მოხდა. დანარჩენს არ დასჭირვებია.

ცნობისთვის, სალონებში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მეპატრონე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი.