კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მეგობრობის გამზირის N41-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბერს 19:10 საათიდან 1 დეკემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
კლდიაშვილის N 4, 10, 12, 14 მეგობრობის N 31, 33, 35, 37, 39, 41, 43, 45, 47 თოდრიას 1 და 2 ჩიხი, თოდრიას N 3, 5, 7 და ლესელიძის ქუჩას.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.