მარნეული-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტი "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა 50 წლამდე ქვეითს შეეჯახა. კაცი ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფოს თბილისში ბავშვი გადაჰყავდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფოტო: მთავარი არხი