მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის დროსაც ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მარნეულის ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანა.