მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მკვლელობა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთდაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 31 წლის ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
სავარაუდო ბრალდებული პოლიციას დაკავებული ჰყავს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.