"ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი შეძენას"

2021-12-16 16:33:18

თბილისის მერმა, კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის თბილისის მერია 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას ფიქრობს.

2022 წელს ჩვენ ვამთავრებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას, ეს არის 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი შეძენას, თუმცა ამ ეტაპზე 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თბილისის მერიაში განუცხადეს, 200 ერთეული ავტობუსიდან 20 რუსთავი-თბილისის მარშრუტისთვის გამოიყოფა. როდის მოხდება ავტობუსების შეძენა, ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღი არაა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის 20 მაისს კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაინიშნებოდა თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

2021 წლის ივლისში ცნობილი გახდა, თბილისის მერია 200 ავტობუსის შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 70 მილიონ დოლარიან სესხს აიღებს.

ამავე პერიოდში დედაქალაქის მერიაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დოკუმენტაციაზე მუშაობა და ავტობუსების შესაძენად ელექტრონული ტენდერიც მალევე უნდა გამოცხადებულიყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თითოეული ავტობუსი ერთ გადაყვანაზე 130 მგზავრის გადაყვანას შეძლებს და სატრანსპორტო საშუალებები 15 წუთიან ინტერვალებში ივლიან.