ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

2026-03-16 18:59:26

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ავარია მსხვერპლით დამთავრდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 1 ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.