თბილისის მერია 200 ავტობუსის შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 70 მილიონ დოლარიან სესხს აიღებს.
200 ავტობუსიდან 20 კი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მგზავრების გადასაყვანად გამოიყოფა.
თითოეული ავტობუსების ღირებულება 350 000 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთავი-თბილისის ხაზისთვის ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი დაიხარჯება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მიმდინარეობს დოკუმენტაციაზე მუშაობა და მალე აღნიშნული ავტობუსების შესაძენად ელექტრონული ტენდერიც გამოცხადდება.
ცნობისთვის, უკვე ცნობილია, რომ 18 მეტრიანი ავტობუსები თბილისი-რუსთავის მიმართულებით 15 წუთიანი ინტერვალებით ივლიან და რუსთავი-თბილისის ავტობუსები ქალაქ რუსთავის ძველ და ახალ ნაწილში, ცენტრალურ ქუჩებს გაივლის მეტალურგიული ქარხნის მიმართულებით და გააჩერებს ყველა იმ გაჩერებაზე, რომელიც ამ მარშრუტის მონაკვეთში არსებობს. რაც შეეხება დედაქალაქს, ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე, გულიას მოედანზე იქნება გამოყოფილი გაჩერებები, რომლის შემდეგ, მ/ს „ისნამდე“ გაჩერდება ავტობუსი ამ მონაკვეთში არსებულ ყველა გაჩერებაზე