კახი კალაძის ახალი ინიციატივა [video]

2020-05-20 11:07:29

რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. [ვიდეო/video]

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით რუსთაველებს ახალი, ავტობუსები მოემსახურება და ორ ქალაქს შორის მიმოსვლას შეუფერხებლად განახორციელებს.

"დღის განმავლობაში 30 000 ადამიანი გადაადგილდება რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და თბილისიდან რუსთავში.

შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე, წარმოადგნეს სერიოზულ პრობლემასა და დისკომფორტს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით.

არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც ცხოვრობს რუსთავში და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, ამ პროექტის განხორციელება, მათთვის იქნება სერიოზული კომფორტი.

შესაბამისად, მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას, თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განახლებული ახალი ავტობუსები ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას", - განაცხადა კახი კალაძემ.