თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 75-ზე მეტი კი დაშავდა. [video/ვიდეო]
აფეთქების ხმა ქარხნიდან 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადები.
აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.