უბედური შემთხვევა მოხდა საბერძნეთში, რომელსაც ქართველი ემიგრანტის სიცოცლხლე შეეწირა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
47 წლის მამაკაცი ქალკედონიაში ერთ-ერთ სასტუმროში სამშენებლო სამუშაოს შესრულებისას მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.
მამაკაცს შემთხვევის ადგილზე პირველადი დახმარება გაეწია.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქართველი კაცი ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რის შემდეგაც თესალონიკის ერთ-ერთ სავაადმყოფოში გადაამისამართეს, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა და მამაკაცი გარდაიცვალა.