სომხეთში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის 5 ივნისის მონაცემებით, სომხეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 817 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 513 ადამიანი, ხოლო 183 პაციენტი გარდაიცვალა.
მკურნალობას განაგრძობს 8 052 ინფიცირებული.