თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საქართველოს მოქალაქე, სამედიცინო დაწესებულებიდან გაქცევას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოათავსეს.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, პაციენტი დაწესებულების მე-3 სართულის ფანჯრიდან ზეწრის მეშვეობით ცდილობდა გაქცევას, თუმცა თეთრეულის სიგრძე საკმარისი არ აღმოჩნდა.
საავადმყოფოს, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, მამაკაცი შეამჩნიეს და პალატაში დააბრუნეს.