რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი გაიზარდა

2026-09-19 18:15:32

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასური გაიზარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ტრანსპორტის სარგებლობის ტარიფი დილიდან 50 თეთრით გაიზარდა. 

"ინფო რუსთავი" გაესაუბრა ერთ-ერთ მძღოლს, რომელმაც განაცხადა რომ ყველა მარშრუტზე მგზავრობის ფასი 3 ლარი გახდა.

"ყველა ხაზი გაძვირდა. საწვავის გამო გაძვირდა 50 თეთრით. ჩვენც არ ვიცოდით, კომპანიამ გუშინ საღამოს გვაცნობა, რომ ხვალიდან ივლით 3 ლარადო", - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

კომპანია ფასების გაზრდამდე ვალდებულია წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტს და მოხდეს საკრებულოზე საკითხის განხილვა, რაც არსებული ინფორმაციით არ მომხდარა.