რუსთავში 10 გველი დაიჭირეს

2025-06-02 14:55:49

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აპრილის თვეში 10 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის დირექტორის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 21 გამოძახება შევიდა, საიდანაც 10 დადასტურდა.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: გველხოკერა - 5, წყლის ანკარა - 3,  ჩვეულებრივი ანკარა - 1, წენგოსფერი მცურავი 3.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.