"სახალხო კონტროლი" ვეჯინში [video]

2019-05-02 00:35:46

რუსთავში, სავაჭრო ქსელში "ვეჯინი" საპატრულო პოლიციისა და სურსათის უვნებლობის სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. [ვიდეო/video]

სუპერმარკეტის იმ ნაწილში სადაც სხვადასხვა პროდუქტის წარმოება მიმდინარეობს გადაცემა "სახალხო კონტროლი"-ს წამყვანები შესვლას ცდილობდნენ.

"ვეჯინი"-ს დაცვა გადაცემის წამყვანებს ტერიტორიაზე არ უშვებდა, ბოლოს კი საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

"სახალხო კონტროლს" ეჭვი ჰქონდა რომ საწარმოში იყო დარღვევა, ისინი სურსათის უვნებლობის სამსახურს დაუკავშირდნენ და მათთან ერთად სცადეს ტერიტორიაზე შესვლა. მაღაზიაში დაღვევები აღმოჩნდა და "ვეჯინი" 1000 ლარით დაჯარიმდა. სუპერმარკეტს მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები რომლის შესრულების შემდეგ მაღაზიას ექნება საშუალება რომ საწარმოო პროცესი აღადგინოს.

რა ხდებოდა სუპერმარკეტში და რა კომენტარებს აკეთებენ მხარეები "ინფო რუსთავთან" ნახეთ ვიდეოში.



RUSTAVI