რუსთავში მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა [Video]

2026-11-30 22:14:09

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [Video]

საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს „კავასაკის“ მარკის მოტოციკლეტი და „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც, "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტს აღენიშნებოდა მოტეხილობები. ჩაუტარდა ტომოგრაფია და შესაბამისი გამოკვლევები. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.