ერთ წლამდე ბავშვმა 20 მაგნიტი გადაყლაპა

2026-11-29 00:07:31

ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, რომელმაც სხვადასხვა დროს 20 მაგნიტი გადაყლაპა, ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ავრცელებს და წერს რომ, ბავშვს მძიმე პერიტონიტი და სეფსისი ჰქონდა განვითარებული. კვლევებით მუცლის ღრუში უცხო სხეულის არსებობა დადასტურდა, რის შემდეგაც ექიმებმა ქირურგიული ჩარევა გადაწყვიტეს. 

კლინიკის ბავშვთა ქირურგის, გოგა ბახტაძის განცხადებით, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების მიზეზი ბავშვის მიერ სხვადასხვა დროს გადაყლაპული 20 მაგნიტი გახდა.

„ეს იყო უკიდურესად რთული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. დღეისათვის ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია და კლინიკიდან გაეწერება“ - განაცხადა გოგა ბახტაძემ