2026-11-29 18:31:11
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია 60 წლამდე კაცი.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.