2026-11-23 19:47:05
მცხეთაში მატარებელი 70 წლამდე კაცს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგეტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.